top of page

„ზარმაც-მჭამელების ქვეყანა“ - წარმოსახვითი ადგილი შუა საუკუნეებიდან

Updated: Dec 1, 2023



„კოკანის ქვეყანა“ ან „ზარმაც-მჭამელების ქვეყანა“ - პიტერ ბრეიგელ უფროსის მიერ 1567 წელს შესრულებული ნახატი, რომელიც ადამიანთა სულიერი სიცარიელის კომიკურ ილუსტრაციადაც შეიძლება ჩაითვალოს.


შუასაუკუნეების ფრანგულ და ინგლისურ მითოლოგიაში „კოკანი“ (Cocagne ფრ.) ეწოდებოდა წარმოსახვით ადგილს, ქვეყანას, სადაც ყოველთვის უკიდურესი ფუფუნება და ფიზიკური სიამოვნება სუფევს, და არც შუა საუკუნეების გლეხური ცხოვრების სიმკაცრე არ არსებობს. ხეებზე ნამცხვრები იზრდება და ყველგან ღვინის მდინარეები მოედინება...


სურათის ცენტრში ვხედავთ ძილ-ბურანში მყოფ ჯარისკაცს, კლერკსა და გლეხს; მწოლიარეებს საკუთარი ხელსაწყოები: შუბი, კალამ-ფურცელი და კეტი უფუნქციოდ დაუყრიათ.


ხეზე მიმაგრებულ მაგიდაზე და მის ირგვლივ ნახევრადშეჭმული ან შესაჭმელად გამზადებული სანოვაგეა. უკანა ფონზე ჩანს შემწვარი, დანაგაყრილი ღორი, რომელიც გარბის, ასევე ფეხები გამოუბია ნახევრადშეჭმულ კვერცხსაც...


მკვლევრების ერთი ნაწილი თვლის, რომ ბრეიგელმა XVI საუკუნის ნიდერლანდების სოციალურ-პოლიტიკური სატირა შექმნა. ნახატზე მან ასახა იმჟამინდელი ნიდერლანდელი ხალხის თვითკმაყოფილება და მნიშვნელოვანი ცვლილებების რისკის სურვილის არ ქონა.


ზოგი მკვლევარი კი ამ ნახატს ფროიდის ფსიქოსექსუალური განვითარების ორალური ეტაპის კარგ ილუსტრაციად თვლის.


ნახატი შესრულებულია ზეთის საღებავებით ხის დაფაზე. ზომები: 52×78 სმ. ინახება მიუნხენში, ალტე პინაკოთეკაში.


ნახატის უკეთ გაცნობის მიზნით, ქვემოთ, ჩვენს გალერეაში გიზიარებთ ნამუშევრის რამდენიმე დეტალს:




1,098 views0 comments

Comments


bottom of page